Saturday, July 23, 2011

იისფერი თოვლი

1.პროექტის მთავარი იდეა: როგორც ასომთავრულს მუდამ შევამჩნევ ცაზე სხვისთვის უხილავ ფარულს
2.პროექტის აქტუალობა: გალაქტიონი მარად თანამედროვე პოეტია და მის შემოქმედებაში ირეკლება ქართული სულიერი დროის სამივე ჰიპოსტასი. წარსული, აწმყო, მომავალი.
3. პროექტის მიზნები: გალაქტიონის სულიერი არსის წარმოჩენა და გააზრებინება მოსწავლეთათვის.
4.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
6. ვადები /ხანგრძლივობა/. 30 სექტემბერი–30 ნოემბერი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან გალაქტიონის ბიოგრაფიის ძირითად ასპექტებს, პოეზიის მთავარ თემებსა და მოტივებს. მხატვრულ სახეებს, შეიყვარებენ გალაქტიონის ლექსის მელოდიას, ეწვევიან გალაქტიონის მშობლიურ სოფელს და გაეცნობიან პოეტთან დაკავშირებით არსებულ ლიტერატურულ–კრიტიკულ და ესთეტიკურ ნააზრევს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი, გალაქტიონის პოეტური კრებულები, პოეტის მინიატურები დაჩანახატები.
ქართული ლიტერატურული კრიტიკის მონაცემები, პოეტის ხმის ჩანაწერი, რეპროდუქციები პოეტის ფოტო სურათისა, გალაქტიონის ლექსების მიხედვით შექმნილი ტილოების რეპროდუქციები და სიმღერები მოსწავლეთა შესრულებით
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები).ლიტერატურული კომპოზიცია კრიტიკულ ესთეტიკური ნარატივი, ჩანართი ლექსები, მუსიკალური ფონი–სიმღერად ქცეული ლექსები და პასაჟები კლასიკური მუსიკიდან.
დეკლამაცია(ლექსის კითხვა) მუსიკალური ჩანართები, ცეკვა ხორუმი, ,,ლურჯა ცხენები", ,,ჰიმნი ქართულ ანბანს" ,,გემი დალანდი" ,,მზეო თიბათვისა".
10.საგნებთან/საგნობრივ ჯუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   
     საქართველოს ისტორია გალაქტიონის პოეზიის ჭრილში.
     ქართული ხელოვნება და გალაქტიონის პოეზია ,,მარმალილო".
     გალაქტიონი და კლასიკური მუსიკა – ,,ქართული მოტივი IX სიმფონია.
     გალაქტიონი და გუდიაშვილი– ,,მერი", რეზო თაბუკაშვილის ,,ფრანგული დღიურები".
11.პროექტის ხემძღვანელი(მასწავლებელი): ირმა სიმონია
12. ხემძღვანელის ელ.ფოსტა:  i.simonia2010@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: isimonia.blogspot.com